Monday, July 17, 2017

რეფლექსია

ტრენინგის საშუალებით ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა.რომელიც მოიცავდა შემდეგ საფეხურებს:გეგმის შედგენა,აქტივობების დაგეგმვა,მასალების მოძიება,პროექტი მოიცავს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას,ამიტომ პროექტებით სწავლება მეტ შედეგს მისცემს მასწავლებელს ნებისმიერ საგანში.ტრენინგის განმავლობაში გავეცანით სხვადასხვა პროექტის ნიუშებს,რომლებსაც გამოვიყენებ საკუთარ პრაქტიკაში.

ჩემი პროექტი

პროექტის პორტფოლიო

Wednesday, July 5, 2017

ჩემი იდეა

გადავწყვიტე ჩემს სადამრიგებლო კლასში განვახორციელო პროექტი ,,ჩემი მეგობარი", ამისათვის შევარჩევ ისეთ ლიტერატურას,რომელშიც გადმოცემულია  მეგობრული ურთიერთობების შესახებ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ გაეცნონ ზღაპრებს,გამოკვეთონ პრობლემა და იმსჯელონ გადაჭრის გზებზე. შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მსჯელობის,მოსმენის, თანამშრომლობის,ემპათიის უნარი.განივითარებენ ისეთ სააზროვნო უნარებს როგორიცაა: ანალიზი,სინთეზი და შეფასება.
ხომ არ შემომთავაზებთ, ამ ასაკის მოსწავლეთათვის, დამატებით ლიტერატურას, სადაც მოთხრობილი იქნება ამბავი მეგობრობის შესახებ.